ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთსა და ხობს შორის ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი, სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.

როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში ამბობენ, ავარიის შემდეგ მძღოლი კონტაქტური იყო, თუმცა, ოპერაციის სირთულის გამო, მისი მანქანიდან გამოყვანა დიდხანს გაგრძელდა. ის თავდაპირველად ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....