თბილისში, ტაქსის მძღოლსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების რეალური მიზეზი, რომელსაც მძღოლის სიცოცხლე შეეწირა, ჯერჯერობით უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული, 23 წლის გიორგი ნიჟარაძე აცხადებს, რომ მძღოლმა მას “ისეთი რაღაც აკადრა, რომ ჯობდა მოეკლა”, რის შესახებაც “მეტრონომი” წერდა. გამოძიების ინფორმაციით კი, გიორგი ნიჟარაძემ დაკავებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, 65 წლის ტაქსის მძღოლს, ვახტანგ კაჭარავას ჭრილობები დანით მიაყენა და გაიქცა.
“მაღაზიაშიც გაუგონიათ კამათის ხმა. ასე საღამოს 7 საათი იქნებოდა. როცა ტაქსის მძღოლი ნახეს, უკვე 2 საათი ყოფილა გასული. საწყალი კაცი ალბათ სისხლად დაიცალა. გონზე იყოო, ამბობენ და უთქვამს, მგზავრმა დამჭრაო. სავარაუდოდ, ფულზე მომხდარა დავა. პოლიციამ დააკავა. მძღოლი სისხლისგან იცლებოდა თურმე, პატარა 23 წლსი ბიჭისგან ასეთი სისასტიკე, გაუგონარია“, – აცხადებენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.