ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი” – ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული

“იმ მომენტში რაც მჭირდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება”. – ამის შესახებ ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულმა, გიორგი ნიჟარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შეურაცხყოფას, რაც მოკლულმა მიაყენა, სჯობდა სჯობდა მოეკლა.

“იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა. ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ,28 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.კ.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....