აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას სომხეთის პრემიერ მინისტრი “ტვიტერში” გამოეხმაურა.
ფაშინიანმა კონგრესში გამართულ კენჭისყრასა და მის შედეგს „ისტორიული“ უწოდა.
„მივესალმები აშშ-ის კონგრესში გამართულ ისტორიულ კენჭისყრას, რომლის შედეგადაც აღიარებული იყო სომეხთა გენოციდი. ეს რეზოლუცია არის სამართლიანობის დადგენისა და ისტორიული სამართლიანობისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯი. ის შვებას მოჰგვრის სომხების ბევრ შთამომავალს, რომლებიც გენოციდს გადაურჩნენ“, – წერს ფაშინიანი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.
დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა.