აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.
„გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“.- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც მხარი 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 11 წავიდა.
დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნულია, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“.
მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რეზოლუციისთვის ხმის მიცემა მსხვერპლთათვის პატივის მიგებას ნიშნავს.