“ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ასეთ ინფორმაციაზე გამოძიება არც ერთ ქვეყანაში არ დაიწყება”
შალვა თადუმაძე – საქართველოს გენერალური პროკურორი
თადუმაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების თაობაზე.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ეჩალიჩებოდნენ” პატრიარქის გადაყენებაზე.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა სკანდალური განცხადების შემდეგ, ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.