საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გუშინდელ კიბერ შეტევას ეხმიანება. მისი თქმით, 24 საათი გავიდა უპრეცედენტო თავდასხმიდან და ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა:
“თითქმის 24 საათი გავიდა ქვეყანაზე უპრეცედენტო თავდასხმიდან:
1 – ნულოვანი რეაგირება ხელისუფლებისგან
2 – არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო იმის ანალიზი მაინც რომ მომხდარიყო, რა მასშტაბის ზიანი მოგვადგა, სად ვართ და რა დღეშია ქვეყნის ათასობით ორგანიზაციის ინფორმაცია, ინტელექტუალური საკუთრება, და სხვა
3 – შსს-მ დაადგინა, რომ პლანეტა დედამიწიდან განხორციელდა შეტევა
4 – მე არ მომისმენია პრემიერისგან რამე დამაიდებელი, ან ინფორმაციული, მითხარით რომ იყო და ვერ ვნახე
5 – სამაგიეროდ სიმაღლის მიხედვით დაწყობილები გვიყვებიან მორიგ ჯერზე დიდი ქველმოქმედის შესახებ და ტაშს ელიან” – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო ვებ-გვერდებზე კიბერ შეტევები დაიწყო, სადაც უამრავი ვებ-გვერდი დაზიანდა.
კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით, “მეტრონომი” სპეციალისტს დაუკავშირდა.
რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადაცია 24 ოქტომბერს განხორციელდა.
კრემლის მიერ დევნილი იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსისი გამშვებ პუნქტზე გადასცეს.