ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

იტვირთბა....