სავარაუდოდ ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.
საკითხზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები.
“იმედის” იურისტის ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია.
“ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ.”- აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.
კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ დაიგეგმა.
შეგახსენებთ, დილიდან, სამთავრობო და მედია საიტებზე მასობრივი კიბერშეტევა მიმდინარეობს.