ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვრდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე  და 286-ე მუხლებით დაიწყო.

ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განხორციელდა. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

იტვირთბა....