ქუთაისში, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.