“ვადასტურებ, რომ სწორედ მისი შნირი გახარიას წამოცდენილი ფრაზებით საუბრობდა ხოლმე ჩემთან ივანიშვილი. ის ეკლესიას უბრალოდ საკუთარ ინტერვიუებში დადასტურებული ათეიზმის გამო არ ემტერება. მას სურს გაანადგუროს ყველა ავტორიტეტის მქონე ქართული ინსტიტუტი, რათა უნარი აღარ შერჩეს ვინმეს წინააღმდეგობის გაწევის. საქართველოში უნდა გათენდეს!”
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
სოციალური ქსელი
მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას იმ ფრაზის ფონზე გააკეთა, რომელშიც პრემიერი ამბობს, რომ “ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კლავს” (იხილეთ ვიდეო)