მამუკა ვასაძე ეს ის პროკურორია, რომელიც ამ დანაშაულში მეუფე დიმიტრისა და სოსო იხანაშვილის მონაწილეობის აღიარებას მთხოვდა. 2 წელი და რვა თვეა ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ. ვერ შემაშინეს და ბავშვების სიცოცხლის მუქარაზე და თორნიკეს (ძმა) დაკავების მუქარაზე გადავიდნენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ არაფერი იმალება. მე ქრისტესთვის და ეკლესიის სიწმინდისთვის სოცოცხლეც კი არ მენანება“
დეკანოზი გიორგი მამალაძე
ციხიდან TV პირველისთვის გაგზავნილი წერილიდან
შეგახსენებთ, დეკანოზმა მამალაძემ “ტვ პირველს” მატროსოვის ციხიდან წერილი გამოუგზავნა. ის წერილში აცხადებს, რომ მან მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერს ახადოს ფარდა. მისი თქმით ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის მოსასმენად ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი.