დეკანოზმა მამალაძემ “ტვ პირველს” მატროსოვის ციხიდან წერილი გამოუგზავნა.
ის წერილში აცხადებს, რომ მან მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერს ახადოს ფარდა. მისი თქმით ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის მოსასმენად ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ეს იქნება ეკლესიის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
ტელეკომპანია პირველი დეკანოზ მამალაძის თხოვნით წერილს თავიდან ბოლომდე არ ასაჯაროვებს.