ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს – ასე ეხმაურება მეუფე იაკობი ორ დღიანი დუმილის შემდეგ მისი განცხადების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
“ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრებისა და ლექსიკის გამო. ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წლის განმავლობაში ისეთი რაღაცეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსს პოლიტიკოსებთან ჩარევა მიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს გულში ჩამრჩა ის რომ ვთქვი რაც ვთქვი.ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს კიდევ ერთხელ გეუბნებით ბოდიშს მოვიხდი. სამი ადამიანი შემხვდა. მეოთხევ არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტში, თვითონ ბატონი გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია. იქ რაც შევამჩნიე უხერხულობას ვგრძნობდი რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე უხერხულობა და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი და ბოლოს მაინც გავანდე, პასუხის ღირსეული შევუთვალეთ.
პრემიერთან პატრიარქის ლიკვიდაციაზე კი არა, შეცვლაზე იყო საუბარი. თავისთავად იქნებოდა შიოს კანდიდატურა იმიტომ რომ მოსაყდრეა, მაგარმ ეს არ ნიშნავს რომ ამ მთავრობის კაცია” – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.