ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გაუგზავნა პატრიარქმა ივანიშვილს – ნესტან კირთაძე დუმილს არღვევს

პოლიტიკოსი, პროფესორი ნესტან კირთაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის განცადებას ეხმაურება და  სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე საუბრისას პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების დეტალებს იხსენებს.

როგორც კირთაძემ “ვახო სანიას დღის ამბებში” განაცხადა, ილია მეორემ ივანიშვილთან ხუთი ძირითადი გზავნილი დააბარა.

“ერთი ექსკლუზივი მინდა თქვენს ეთერში და თქვენს გადაცემაში გავაკეთო. როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ხვალ, ამა და ამ საათზე შეხვდება ნესტან კირთაძეს. ამ დროს, საღამოს მე ვიყავი კათოლიკოს-პატრიარქთან ტრაპეზზე. ჩვენ არ ვიყავით მარტო და ამას ესწრებოდა კიდევ რამდენიმე ძალიან გავლენიანი მღვდელმთავარი და უწმინდესმა უცებ შეწყვიტა ტრაპეზი, ბოდიში მოიხადა მეუფეების წინაშე და თქვა, რომ ქალბატონ ნესტანთან ერთად, ჩვენ კაბინეტში გადავინაცვლებთ, ვინაიდან რაღაც სასწრაფო საქმე გვაქვს დასასრულებელი. უწმინდესმა რამდენიმე გზავნილი დამაბარა ბიძინა ივანიშვილთან. ეს, დაახლოებით, იყო ხუთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

როდესაც მე მივედი “შუშების სასახლეში” ბიძინასთან სტუმრად და ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რა თქმა უნდა, დავიწყე პატრიარქის გზავნილებით. რა შინაარსი დევს ძირითად პოსტულატებში, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს სამ ადამიანს შორის მომხდარი და განდობილი ინფორმაცია გახლავთ… ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ხუთივე გზავნილი ეხებოდა საქართველოს ერთიანობას, მის მთლიანობას, მის მომავალს. როდესაც მე დავასრულე საუბარი ბიძინასთან, მე მას ვუთხარი – გისურვებთ-მეთქი წარმატებებს, მაგრამ არ ვისურვებდი-მეთქი არასოდეს, რომ მე ოდესმე დამჭირდეს რომელიმე ტელესტუდიიდან თქვენ ხმამაღლა შეგახსენოთ ჩვენი უწმინდესის ეს გზავნილები.

მე ვფიქრობ, რომ დადგა ეს დრო, როდესაც მე მას უნდა ვუთხრა და თქვენის ნებართვით, მე მას ვეტყვი აუცილებლად პირდაპირ და შევახსენებ ჩვენს ამ საუბარს… პირველი გზავნილი, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა – არასოდეს მოატყუოთ ქართველი ხალხი, არასოდეს მოატყუოთ ადამიანები და გახსოვდეთ, რომ დაპირდით იმდენი, რის გაკეთებასაც შეძლებ და ჩვენი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, აგირჩევენ თუ არა თქვენ სამომავლოდ. ეს ფრაზა მინდა გაიხსენოს ბიძინამ. მე, ყოველ შემთხვევაში, შევახსენე მას ეს ფრაზა. მე ასევე მინდა ვუთხრა მას – თქვენ მოატყუეთ საქართველო, თქვენ მოატყუეთ ყველა ადამიანი პერსონალურად და ეს არის მზაკვრული ტყუილი, დანაშაულის დონეზე ჩაიდინეთ თქვენ, ქართველი ხალხის მრავალეთნიკური საქართველოს მოსახლეობის მოტყუება და რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, ტკივილიანია ჩემი ფრაზები, როდესაც მე წლების შემდეგ, მიწევს ამაზე საუბარი… დადგება დანარჩენი ოთხი პუნქტის გახმოვანების დროც”, – განაცხადა ნესტან კირთაძემ “ვახო სანაიას დღის ამბებში”.

იტვირთბა....