ცნობილი პუბლიცისტი, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი, ვლადიმერ ბუკოვსკი 27 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუკოვსკი, რომლის გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა, საბჭოთა იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო და სსრკ-ს ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და კოლონიებში დაახლოებით 12 წელი გაატარა.
1976 წელს, ვლადიმირ ბუკოვსკი საბჭოთა მთავრობამ ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერში, ლუის კორვალანში გაცვალა. ის რუსეთში, 1991 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიწვევით დაბრუნდა.
2010 წელს ბუკოვსკი თბილისში იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა.