ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგი უგულავა – გამოდის, ლაგოდეხში “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველმა სრული შემადგენლობით “ოცნების” კანდიდატს დაუჭირა მხარი

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ლაგოდეხის ოლქში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვებას ეხმაურება.

როგორც უგულავა წერს, ევროპულმა საქართველომ იმდენივე ხმა აიღო, რამდენიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მაგრამ ლაგოდეხის აფენის თემში, ამომრჩეველთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის რეკორდული ოდენობის ამომრჩეველი მოვიდა (57%).

მისივე თქმით, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა სრული შემადგენლობით ოცნების კანდიდატს დაუჭირა მხარი?

“ოცნების ნაწილი ასე გამოიყურებოდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დაკვირვებით, ლაგოდეხში, მარტვილსა და ადიგენში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე, ყველა (შვიდივე) საარჩევნო უბანზე, “მასიური სახე ჰქონდა ქართული ოცნების კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას”.
ეს ლაგოდეხის აფენის თემის საერთო სურათია, მაგრამ არსებობს ასევე სხვა საკითხებიც, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

კერძოდ, ევროპულმა საქართველომ იმდენივე ხმა ავიღეთ რამდენიც საპრეზიდენტოს პირველ ტურზე, მაგრამ ლაგოდეხის აფენის თემში, ამომრჩეველთა საპრეზიდენტოს მეორე ტურის რეკორდული ოდენობის ამომრჩეველი მოვიდა (57%). ანუ საპრეზიდენტო კამპანიის ენით რომ ვთქვათ მოვიდა ქოცი, ნაცი და ესვაქი სრული შემადგენლობით. მაშინ რა გამოდის, მეგობრებო, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა სრული შემადგენლობით ოცნების კანდიდატს დაუჭირა მხარი? ამ დასკვნას ამყარებს ფაქტი, რომ აფენის ენმ-ს ხელმძღვანელი ბატონი ჯონი გაფრინდაშვილი ხშირად ჩანდა ოცნების შტაბთან და ღიად აფიქსირებდა ამ კონკრეტულ არჩევნებზე ოცნების კანდიდატის (თამაზაშვილების კლანის წევრის) მხარდაჭერას, რაც საბოლოოდ შედეგშიც არითმეტიკუილი სიზუსტით აისახა.
შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამომრჩეველის ქცევას ადგილობრივი პარტიული ბოსები განსაზღვრავდნენ, მაგრამ მათი წილი განსაკუთრებით სოფლების არჩევნებში, დიდია.
შეიძლება თქვას ვინმემ, რომ ევსაქსა და ენმ-ს შორის მიმდინარე გართულებების ფონზე ეს ახსნადი საქციელია (რაც არანაირად არაა, რადგან ევროპულმა საქრთველომ ბევრი არსებითი შუეთავსებლობის მიუხედავად გაცილებით მნიშვნელოვან ბრძოლაში დაუჭირა ენმ-ს კანდიდატს მხარი), მაგრამ ამჯერად არა ოპოზიციის მხარდაჭერაზეა საუბარი, არამედ ოცნების კანდიდატის “დროებითი და პრაგმატული საჭიროებებით” მხარდაჭერა, რაც არაფერში ჯდება. მე არ ვიცი ვინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ეს ენმ-მ უნდა არკვიოს. ცუდი საქციელია ეს და ცუდი ყოველთვის ცუდად მთავრდება.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აფენელ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის, გიორგი ენუქიძე -ს და ჩვენს კანდიდატს მალხაზ მელაშვილს გაწეული შრომისთვის. სანთელ საკმეველი გზას არასდროს დაკარგავს”.- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

იტვირთბა....