“საქართველოს ეკლესიის ბედი საბედისწეროდ მერყეობს. ამდენად, ეკლესიის თითოეული წევრი ვალდებულია,ხმა აღიმაღლოს და ერთგვარად თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან დუმილი ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია ეკლესიის ღალატად”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
“ტვ. პირველი”.
დეკანოზი გამოეხმაურა ბოდბელ ეპისკოპოსს, რომელმაც “ტვ. პირველის” ეთერში გუშინ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.