“ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას… რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ჩვენს ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი“
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული განცხადებით წულუკიანი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.