ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბერას სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ”

“ბერას, როგორც კერძო პირს (ის არ არის საჯარო მოხელე), სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ”, – ამის შესახებ პოლიტილოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხუხაშვილის თქმით, ასევე აქვს ყველას უფლება, ჰქონდეს ამაზე საკუთარი აზრი.

“ბერასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა:

1. ასახავს არა მის მიმართ, არამედ მამამისის, ანუ ხელისუფლის მიმართ დამოკიდებულებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან.

2. ასახავს საზოგადოებაში არსებულ მაღალ სოციალურ რისკებს, რაც აგრესიაშია გადასული.

3. განსაკუთრებით ტრაგი-კომიკულია ე.წ. ოფინიონ-მეიქერების შეფასებები ამ განწყობასთან დაკავშირებით, რაც არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ მათ ჰგონიათ – თავისი ფსევდო-მორალიზმით მიწიერ ან ზეციურ ღმერთებთან ქულებს იწერენ”, – წერს ხუხაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

 

 

.

იტვირთბა....