„დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი ლიდერი გვყავს, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტიას კარნახობს და ყოვლდღიურ რეჟიმში პირდაპირი ეთერით ელაპარაკება აქ. ჩემთან ტელეფონით საუბრის გამო, რადგან მე მაშინ დამნაშავედ გამხადეს, ირაკლი ბათიაშვილი იხდიდა სასჯელს. სხვათაშორის 7 წელი მიუსაჯეს. ვნახეთ, რომ სტრასბურგმა გაამართლა. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, სტრასბურგმა ირაკლი ბათიაშვილი რომ გაამართლა, მეც ხომ გამამართლა? – ანუ, ჩვენი საუბარი გაამართლა. გაამართლა ის, რომ ჩემი და ირაკლის საუბარი გაყალბებული იყო. ირაკლის ვუთხარი, რომ აფხაზებმა შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მეც შევთავაზე დახმარება, როცა არეულობა გვქონდა, მაგრამ ეს ფორმალური შეთავაზება იყო. ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსხურების დავალებით შემოგვიტრიალეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აგერ უკან მიზის”.
ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსის წევრი
ამ განცხადებით მან ენმ-ის წევრს, რომან გოცირიძეს მიმართა