ადვოკატი ნოდარ ილურიძე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სხდომათა დარბაზში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გაავრცელა:
“ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი”.