რუსთავში, რესტორან “მადაგონში” რესტორნის სტუმრებსა და მუსიკოსებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანებულია რესტორნის ინვენტარი.
არსებული ინფორმაციით, სტუმრებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსებმა უარი განაცხადეს, აღნიშნულს კი, სროლა მოჰყვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ ორი პირი დააკავა.
“ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, (რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს). მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს”,- აცხადებენ შსს-ში.