გურჯაანში ხანძარის შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ცეცხლი აღმაშენებლის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.