ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით სამაჯურის გამოყენება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არ მომხადარა და მოსამართლე გაბინაშვილმა ეს ინოვაციური იდეა მხოლოდ ნიკანორ მელიასთან გამოიყენა.
მისი განცხადებით მოსამართლის ეს ქმედება პოლიტიკური ოპონენტის დევნის ნიშნებს შეიცავს.
„პირდაპირი ანალოგია, აღკვეთის ღონისძიების სახით, თუნდაც დამატებით ზომად, ასეთი ტიპის სამაჯურის გამოყენების საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს. ასეთი ტიპის სამაჯურის გამოყენება საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში არასდროს მსა
ომხდარა და მოსამართლე გაბინაშვილს ეს ინოვაციური იდეა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოუვიდა თავში, როცა ნიკანორ მელია დაინახა, ეს მიმაჩნია, რომ შეიცავს პოლიტიკური ოპონენტის დევნის ნიშნებს. ჩვენ ასევე ვაპირებთ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.