ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება არის პროვოკაციული”

“ეს არის დეზინფორმაცია, რადგან არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არა აქვს, განცხადება არის პროვოკაციული ხასიათის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება”

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

საქართველოს სახელმწიფი უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

იტვირთბა....