“ნინო ლომჯარიას შეუძლია პარლამენტს მიმართოს, ან საქმის მასალები მხარისგან მიიღოს” – ასე უპასუხა არჩილ თაკავაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას თუ რატომ არ მისცა სახალხო დამცველს საგამოძიებო უწყებამ თბილისის საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის მასების გაცნობის უფლება.
„სახალხო დამცველს შეუძლია პარლამენტს მიმართოს ამასთან დაკავშირებით. მას შეუძლია პირადად მეც დამიკავშირდეს, თუ რაიმე ბარიერი აქვს რის გარანტიასაც კანონი აძლევს სახალხო დამცველს და ეს კანონი არ სრულდება. სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ამაზე საუბარი მასთან ყოველთვის შეგვიძლია. ჯერჯერობით, ჩვენთვის სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით არ მიუმართავს. თქვენ თუ გადაამოწმეთ მხარეს, ადვოკატს აქვს თუ არა ეს მასალები? – არ გადაამოწმეთ! მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით, ეს მასალები აქვს ადვოკატს, ალბათ, გონივრული იქნებოდა, ადვოკატს გადაეცა ეს მასალები, რომელიც ხელთ აქვს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძისა და ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმე არ გადასცა.