ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო”

 

“ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია და უფრო მეტსაც გეტყვით – ეს არის ის მცდელობა ამოტრიალებული რეალობის”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი

შეგახსენებთ, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ მან ისაუბრა ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ბერა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

იტვირთბა....