ახალი ამბები მთავარი სამართალი

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის იაშა არნანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სწორედ  არნანიას წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ პროკურორის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა, თუმცა არც გირაოს გადახდის შესაძლებლობა გააჩენდა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა. იაშა არნანიამ შვილიშვილს ჭრილობები გულ-მკერდისა და მარცხენა ხელის არეში მიაყენა.

 

იტვირთბა....