ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიქაუტაძე კლანის ერთ-ერთი წევრია” – ირაკლი აბესაძე

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენას გამოეხმაურა.

აბესაძის განცხადებით არსებობს კითხვები მოსამარათლეების დანიშვნის პროცესურებთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულად მიმდინარეობს.

„გიორგი მიქაუტაძემ სასამართლო სისტემაში შექმნა უმწვავესი კრიზისი, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს და აფასებს. რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვა, რომელიც ამის დამადასტურებელია და მტკიცებულება დასმული იქნება, მათ შორის კითხვები იქნება 10- კაციან სიასთან დაკავშირებით, რომელშიც თავი შეიყვანა და ასე ურცხვად წარუდგინა საზოგადოებას. კითხვები გვექნება მოსამარათლეების დანიშვნის პროცესურებთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულად მიმდინარეობს”,-განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

იტვირთბა....