ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რამის თავი მაინც გქონდეს” – გოგიჩაიშვილი ბერაიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდა.

გოგიჩაიშვილის განცხადებით მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა მისი სირცხვილია და ბერაიას ჩირგვებში დამალული ადამიანი უწოდა, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა მას უცენზუროდ მიმართა.

ბერაიას სიტყვებს გოგიჩაიშვილის გაღიზიანება მოჰყვა:

„მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მოგვიანებით, ბერაიამ მედიასთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ არ იცის, რამ გააღიზიანა ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან მან მხოლოდ ის მოითხოვა, რომ „ეს პროცესი ცირკისთვის არ დაემსგავსებინათ.”

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

 

იტვირთბა....