22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო ციფრულ სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი – Touch დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 30 ოქტომბერს თბილისში გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიების ორგანიზატორები არიან კრეატიული ციფრული სააგენტო Onesoul და „თბილისი სტარტაპ ბიურო“. სამიტში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
Touch – ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.
საერთაშორისო ციფრული სამიტის სპიკერები იქნებიან, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook, Smashing Media AG, BlaBlaCar, Google, IBM, Nextech Ventures, SWG, MaxinAI, Bank of Georgia, lemlist, StartersHub, Grammarly, Aligned Research, Group, TWINO, UniPAY.com, Swedbank, digitalswitzerland, Barkas, Stage-Co, Leavingstone, Neurons Lab, Beetroot Academy, Indiegogo, TopTal, Zalando, Smashing Magazine, Planable, UiPath, Pulsar AI, AdjaraGroup და სხვა.
სპიკერების გარდა, სამიტზე გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, გამოფენები, B2B შეხვედრები დამასტერკლასები.
წლევანდელი ღონისძიების ძირითადი თემებია: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში და ა.შ.
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70