aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაკლიის განვითარების პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება” – ცქიტიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა.

მისივე თქმით, ის „მინისტრის საათისა“ და სხვა ფორმატებში პარლამენტში ანაკლიის თემასთან დაკავშირებით არაერთხელ წარსდგა.

„ასევე არაერთი დებატი, ღია ეთერი, განცხადება მქონდა ანაკლისის თემასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ გვიჭირს ანაკლიის თემაზე ღია და საჯარო საუბარი. არაერთხელ იყო ასევე ჩემი მხრიდან შეთავაზება მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც რაც არ უნდა თქვას, მაინც არის ანაკლიის კონსორციუმის ძირითადი წარმომადგენელი, ღია და სატელევიზიო დებატები გაგვემართა, რაზეც მივიღეთ უარი. ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ კონსორციუმთან გვაქვს სამუშაო შეხვედრების ფორმატი. არასდროს არ გვქონია დიალოგის პრობლემა და შეხვედრის პრობლემა ანაკლიის კონსორციუმთან,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, ანაკლიის კონსორციუმთან შეხვედრა ამ კვირაშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

იტვირთბა....