aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ და პროექტის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ” – ახვლედიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატების მიერ მის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არიან  მივიდნენ პარლამენტში და ღიად ისაუბრონ პროექტის შესახებ.

ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ სასურველი იქნება პარლამენტში სამინისტროს წარმომადგენლებიც მივიდნენ.

“არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას”, -აცხადებს ახვლედიანი

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

იტვირთბა....