ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთსა და იმავე საკითხზე ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ სამი სხვადასხვა პოზიცია” – თალაკვაძე შეწყალებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ როდესაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებებს ვაკრიტიკებდით, ეს ადამიანები მაშინ არ გამოსულან რაიმე კრიტიკული პოზიციით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა საკონსულტაციოდ და პარლამენტმა მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხზე პრეზიდენტისთვის მოსაზრებები და საკუთარი პოზიცია მიეწოდებინა, თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეწყალების კრიტერიუმები.

„პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა საკონსულტაციოდ და პარლამენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხზე მისთვის მოსაზრებები და საკუთარი პოზიცია მიეწოდებინა. ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. საკანონმდებლო თვალსაზრისით შეწყალების პროცედურები რეგულირდება პრეზიდენტის ბრძანებულებით. შესაბამისად, თუ ის გადაწყვეტს, შეცვალოს შეწყალების წესები და კრიტერიუმები, პრეზიდენტს საკუთარ ბრძანებულებაში შეაქვს ცვლილებები. რამდენადაც ვიცი, ჩვენ უკვე გადმოგვეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სამუშაო ვარიანტი. ჩვენს პოზიციებს მივაწვდით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონსულტაციები დაწყებულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირებიც მოხვდნენ, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

იტვირთბა....