აქცია გაიმართა დღეს თელავში, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“ერთად ერთის წინააღმდეგ” – ეს იყო მთავარი სლოგანი, რომელსაც წითელი ბარათების ჩვენებაც დაემატა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები უჩვენეს, რაც გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს მმართველობაში მყოფი ძალისთვის.
“ეს იქნება “წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილისთვის და ხელისუფლებისთვის“ – აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.
“ივანიშვილმა დაინახოს, რომ არ უყვართ და თუ აქ ჩამოვა, მას წითელი ბარათით დახვდებიან”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.
მათივე განცხადებით, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიზანია, გამოიყენონ 20 ივნისის აქციების მთავარი მონაპოვარი, პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, სახლში გაუშვან.