„ზომით ჩვენ ვართ ერთ-ერთი მცირე ზომის ბანკი და ფინანსური სექტორის განვითარებასთან ერთად, ბანკის თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდება. რაც იმას ნიშნავს,რომ ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს. გადავწყვიტეთ მიწა შეგვეძინა და იქ აგვეშენებინა ოფისი. რაც შეეხება რესურსებს, ეროვნულ ბანკს თავისი შემოსავლები აქვს, მათ ნაწილს ბიუჯეტს ვურიცხავთ. შარშან 200 მილიონი ლარის შემოსავალი გვქონდა, წელს 250 მილიონი ლარი იქნება. არის სხვადასხვა სერვისები,რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს და მომავალშიც შევთავაზებთ სიახლეებს, მაგალითად, მყისიერი გადახდის სისტემას, რომლის განსახორციელებლად დამატებითი რესურსები გვჭირდება”.
არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი
“კომერსანტი”