“ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარებში კუბლაშვილის წინააღმდეგ მწვავე კრიტიკა მაჩალიკაშვილი საქმეზე, ამას მე და მარიამი გავარკვევთ. პირველ რიგში თუ ვინმე არის წინააღმდეგი ქალზე ძალადობის, ეს მე ვიქნები და მეორე, არც მას მივესალმები თუ უდანაშაულოდ მამაკაცის ღირსებას ეხებიან. რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს და ჩემ საქმეს, ის ადვოკატია, მარიამმა ბევრი გაკეთა და აკეთებს მისი დედა და მე ბიძაშვილები ვართ, ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, ყველა ნებისმიერი ადვოკატი ასე მოიქცევოდა, ის თავის კლიენტში დარწმუნებულია, ასე თუ ისე გაირკვევა ეს ამბავი, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მე მცემთ პატივს, მაგ გოგოს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე”
მალხაზ მაჩალიკაშვილი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანსაც იცავს, რომელსაც ჯიშკარიანის თანამშღომელი თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.