ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვიწყებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ” – ანა დოლიძე

სახალხო კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ – ანა დოლიძე სახელწოდებით, “დაიცავი შენი შვილი” მოძრაობას იწყებს.

დოლიძის თქმით, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული წინადადებებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

“ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას და ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, რომ შეგვიერთდეს. პირველ რიგში, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს – ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რამე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად”, – განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

იტვირთბა....