ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კუბლაშვილის შეთავაზებას არ მივიღებთ” – თოდაძის ადვოკატი

თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის შესახებ, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის კიდევ ერთ შეთავაზებას პასუხობს. თოდაძის ადვოკატმა “მეტრონომთან” საუბრისისას აღნიშნა, რომ შეთავაზებაზე ამჯერადაც უარს აცხადებენ.

“ამასთან დაკავშირებით ერთხელ გავაკეთე კომენტარი და აღარ განვმეორდები. შეთავაზებას, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ. სასამართლოში მივა თამთა და იქ გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს”, – უთხრა “მეტრონომს” თამარ ლუკავამ.

კუბლაშვილმა თოდაძისა და მის ადვოკატის მიმართ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის კიდევ ერთი შეთავაზება “მეტრონომთან” საუბრისას დღეს გააკეთა.

ჯიშკარიანის ადვოკატმა ოპონენტი მხარე  პირველად სატელევიზიო დებატებში 14 ოქტომბერს გამოიწვია, რაზეც უარი მიიღო.

 

 

იტვირთბა....