ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას არ ვადასტურებ” – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ ადასტურებს.

„თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდდამხოლოდ მივესალმებით თუ კი რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის.

რა ფაქტსაც ასახელებთ ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ეს ჯერ-ჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაცია არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილი, აქედან გამომდინარე ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “როსავიაციამ” “ციმბირის ავიახაზებს” მოსკოვიდან ქუთაისში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა

იტვირთბა....