კუბლაშვილზე ამბობთ, რომ ჭკვიანი და ეთიკური ადვოკატიაო? ბარემ საცეკვაოდ გამოეწვია ძალადობის მსხვერპლი ან პირდაპირ დუელში
კუბლაშვილს ვურჩევ ჯერ თავისი დასაცავი ილია ჯიშკარიანი გამოიწვიოს საავადმყოფოდან რაიმე შელოცვით ან თუნდაც გადაცემით. სადამდე უნდა იჯდეს იქ? კომიდან გამოდის ხალხი 10 დღეში და შეშინებული ილია პალატიდან ვერ გამოვდგით
შოუ თუ სწყურია ქალბატონ მოცეკვავე ვარსკვლავს, ჩაჰკიდოს ხელი თავის მგალობელს და მიადგნენ ნიკა გვარამიას ერთად – არ ეტყვის უარს”
ბაია პატარაია – ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი და თამთა თოდაძის ადვოკატი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა, ნიკა გვარამიას თხოვნით მიმართა, რომ პირდაპირი ეთერი დაეთმო დებატებისთვის, სადაც თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს ბაია პატარაიას იწვევს.