მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“გთხოვთ, დამითმოთ ეთერი და დებატებში მოიწვიეთ თამთა თოდაძე” – კუბლაშვილი გვარამიას მიმართავს

“ყურადღება, ამდენი გაუგებრობის და ქაოსის აღმოსაფხვრელად, მივმართავ ბატონ – ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის! მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა”

მარიამ კუბლაშვილი – ადვოკატი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, ბრალი თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

იტვირთბა....