„ერთი ხელით მთავრობა ყველანაირად პრობლემებს უქმნის, რომ ანაკლიის კონსორციუმი არ იყოს წარმატებული და ვერ შეასრულოს ვალდებულებები, ახლა ცდილობს, მეორე ხელით ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, განსაჯოს შეასრულა თუ ვერა კონსორციუმმა ვალდებულებები”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველო”
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.