ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნებში ოპოზიცია აიღებს “ოცნებაზე” მეტ ხმებს და დააკომპლექტებს ხელისუფლებას – რატიანი

“მათემატიკურად რაღაც სისულელეს ამბობს კობახიძე”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს და აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

როგორც “მეტრონომს” რატიანმა განუცხადა, კობახიძემ “სრულიად არაადეკვატური, არანორმალური განცხადება გააკეთა”.

“ეს ნიშნავს გარკვეულწილად იმას, რომ “ქართული ოცნება” არ არის მზად, მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება ოპოზიციას. კობახიძე ამ განცხადებით აშინებს ადამიანებს დესტაბილიზაციით. ის ამბობს, რომ ეკონომიკურ ვითარებაზეც აისახება ეს. იმის ფასად, რომ თვითონ შეინარჩუნონ ხელისუფლება, კობახიძე აანონსებს, რომ იქნება მძიმე მდგომარეობა. ამას, ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად ვაფასებ… არჩევნებში ოპოზიცია აიღებს “ქართულ ოცნებაზე” გაცილებით მეტს ხმებს და დააკომპლექტებს ხელისუფლებას”, – უთხრა “მეტრონომს” სერგო რატიანმა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

იტვირთბა....