მთავარი ციტატა

“კობახიძის განცხადება ოცნების შიშების დემონსტრირებას უფრო ჰგავს, ვიდრე კონსტიტუციის ინტერპრეტაციას”

“ირაკლი კობახიძის განცხადება “ქართული ოცნების” შიშების დემონსტრირებას უფრო ჰგავს, ვიდრე კონსტიტუციის ინტერპრეტაციას… “ქართული ოცნების” მაჩვენებელი არის 30-35% და ასეთ მოცემულობაში, “ოცნებამ” შეიძლება ვერ შექმნას თვითონ მთავრობა და ალტერნატიულმა ძალებმა მოახერხონ ერთმანეთში მოლაპარაკება და თავისი მთავრობა გაიყვანონ. პირველი შეთავაზება არის “ქართული ოცნების”, “ოცნებამ” მთავრობის ჩამოყალიბება თუ ვერ მოახერხა, მერე იწყება ალტერნატიული შეთავაზებები”

ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს და აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

იტვირთბა....