მთავარი ციტატა

“დღის ბოლოს, ილია ჯიშკარიანის მდგომარეობა გაუარესდა” – ადვოკატი

„ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც ეს საზოგადოებამ ნახა. დღის ბოლოს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა გადაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გუნდისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, უარი არ თქვა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ამბობდა, ახლა შემიძლია და ვიდგებიო. თუ გვინდოდა, ჯიშკარიანის მომაკვდავი მდგომარეობა გადმოგვეცა, ჩვენ მიერვე ჩაწერილ ვიდეოს რატომ გავავრცელებდით?“.

მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, ბრალი თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

იტვირთბა....