ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი, 60 წლის ვახტანგ ჩუბინიძე მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის სამსახურიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა.
“ვახტანგ ჩუბინიძე ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის გამორჩეული წევრი იყო და თითოეული თანამშრომლისთვის, მუდამ დადებით პიროვნებად და სამაგალითო პროფესიონალად ხასიათდებოდა.
გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად ზესტაფონში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. მათ ვახტანგ ჩუბინიძე წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღრსიაშვიილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის ბატონ ვახტანგს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს”. – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი ვახტანგ ჩუბინიძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს.https://bit.ly/2q2Bm8x
Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Freitag, 11. Oktober 2019