ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თოდაძე კიდევ ორ საქმეში ფიგურირებს, რომლებიც ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებს უკავშირდება”, – ჯიშკარიანის ადვოკატი

დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის თქმით, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც მარიამ კუბლაშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც, სადაც თოდაძე ფიგურირებს.

„ერთ კი­თხვა­ზე გამ­ცეს გა­მო­ძი­ე­ბამ პა­სუ­ხი – რა­ტომ არ ჩა­უ­ტა­რეს თამ­თა თო­და­ძეს ექ­სპერ­ტი­ზა? ის იყო უკი­დუ­რე­სი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ფაქ­ტი რა­ტომ არის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი? გა­მო­ძი­ე­ბას­თან მეც უა­მა­რა­ვი კი­თხვა მაქვს. რა­ტომ არ არის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი? ალ­კო­ტეს­ტი სად არის? ხუთი მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ იმ დღეს, თამ­თა თო­და­ძე უკი­დუ­რე­სად ნას­ვა­მი იყო. ბოთ­ლი ამო­ღე­ბუ­ლია. ეს არის უმ­თავ­რე­სი. მაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ეს ადა­მი­ა­ნი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამ საქ­მის გარ­და, კი­დევ ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს თამ­თა თო­და­ძე. სა­უ­ბა­რია, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის ქმე­დე­ბებ­ზე“, – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

მისივე განმარტებით, ილია ჯიშკარიანს იმ დღეს 2 ჭი­ქა­ზე მეტი არ ჰქონ­და და­ლე­უ­ლი.

„გა­მო­ძი­ე­ბამ არა­სა­თა­ნა­დოდ აწარ­მოა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ოფი­სის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და ჩხრე­კა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით არის ნა­წარ­მო­ე­ბი. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის დას­წრე­ბის გა­რე­შეა ყვე­ლა­ფე­რი ამო­ღე­ბუ­ლი“, – აცხადებს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი.

იტვირთბა....